საქართველომ მკაცრი რეაგირება მოახდინა რუსეთის გადაწყვეტილებაზე

“ეს არის რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი“

1275289
საქართველომ მკაცრი რეაგირება მოახდინა რუსეთის გადაწყვეტილებაზე

 

საქართველომ მკაცრი რეაგირება მოახდინა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, საქართველოსგან ცალმხრივად დამოუკიდებლობა გამოცხადებული ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ჯარისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა, შეფასება მისცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, ე.წ. აფხაზეთის ჯარისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და თქვა, რომ პუტინის გადაწყვეტილება არის რუსეთის მიერ საქართველოს საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელება. ”ეს გადაწყვეტილება არის რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი საქართველოს რეგიონების რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში ინტეგრაციისთვის და წარმოადგენს რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის გაგრძელებას”, აღნიშნა კონსტანტინიდიმ და დაამატა, რომ ეს გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებას შორის ადრე ხელმოწერილი სამხედრო ხელშეკრულების გაგრძელებას წარმოადგენს და ეს ორივე შეთანხმება უკანონოა. კონსტანტინიდმა ბოლოს განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ კონკრეტულ დახმარებას უწევენ და არ სცნობენ არც ე.წ. აფხაზეთისა და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას



მსგავსი ინფორმაციები