ალი ხამანეის თქმით ირან-აშშ-ს შორის მოლაპარაკება არანაირ ფორმატში არ გაიმართება
ალი ხამანეის თქმით ირან-აშშ-ს შორის მოლაპარაკება არანაირ ფორმატში არ გაიმართება

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამანეიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკება არანაირ ფორმატში არ გაიმართება. ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ალი ხამანეიმ თეირანში ერთ-ერთ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლის დროს როგორც პრეზიდენტის ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობას კატეგორიულად მოუწოდა, რომ ამერიკასთან მოლაპარაკებები არანაირ ფორმატში არ გამართონ. ირანის სულიერმა ლიდერმა ამერიკის პრეზიდენტის და ოპოზიციის შეფასება იმის თაობაზე, რომ ირანის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების ზეწოლით უნდა მოხდეს, შეაფასა და მისი ქვეყნის მთავრობის ყველა სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ვაშინგტონის მთავრობას ქედი არ მოუხარონ. „იმ შემთხვევაში თუ აშშ გაკეთებულ განცხადებებს უკან წაიღებს და ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას დაუბრუნდება, მაშინ შეიძლება მოლაპარაკებების მაგიდას სხვა ქვეყნების მონაწილეობით მივუსხდეთ. ამის გარდა ნიუ-იორკში ან კიდევ სხვა ადგილას ირანის ოფიციალური პირები ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებთან არანაირ მოლაპარაკებებს არ გამართავენ,“ განაცხადა აიათოლა ალი ხამანეიმ.
მსგავსი ინფორმაციები

ჩავუშოღლუ: „ასადთან თანამშრომლობის გარეშე თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა არ იქნება სწორი“
ჩავუშოღლუ: „ასადთან თანამშრომლობის გარეშე თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა არ იქნება სწორი“