გაერომ იდლიბელებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნათ

დახმარების კოლონა 22 ტრაილერისგან შესდგება

1270334
გაერომ იდლიბელებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნათ

 

გაერომ, სირიის ალყაშემორტყმულ ქალაქ იდლიბში 22 ტრაილერით სავსე ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ჰუმანიტარული დახმარებით სავსე ტრაილერები, თურქეთის რეიჰანლის რაიონში მდებარე ჯილვეგოზის საბაჟო კარიდან უკვე შევიდნენ სირიის ტერიტორიაზე და გეზი იდლიბისკენ აიღეს. გაეროს ჰუმანიტარულ დახმარებაში საკვებ პროდუქტებთან და წყალთან ერთად, მედიკამენტები და პირველადი მოთხოვნილების ნივთ-საგნებიც შედის. როგორც ცნობილია, იდლიბი მასიური თავდასხმების ქვეშ იმყოფება და აქ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირ დგას



მსგავსი ინფორმაციები