დასავლეთი შეშფოთებულია ირანის ქმედებებით

“ბირთვული გარიგება დაშლის რისკის ქვეშ დგება“

1269354
დასავლეთი შეშფოთებულია ირანის ქმედებებით

 

ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ გამოხატეს ღრმა შეშფოთება ირანის იმ გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბირთვული ხელშეკრულების ვალდებულებებს. ევროკავშირის კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინმა და საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ, ერთობლივი წერილობითი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ (IAEA), ირანის ნატანცის ბირთვულ სადგურში განვითარებული ცენტრიფუგის მშენებლობაზე მომზადებულ დასკვნას იზიარებენ და ამიტომ დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ. ”ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმის გამო, რომ 2018 წლის მაისიდან, ე.ი. აშშ-ის მიერ ირანზე დაწესებული სანქციების შემდეგ და თეირანის გადაწყვეტილებას, რომ აღარ შეასრულოს ბირთვული გარიგების ძირითადი ვალდებულებები, ეს გარიგება დაშლის რისკის ქვეშ დგება. უახლესი მოვლენები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიპლომატიური ინიციატივების მნიშვნელობას დაძაბულობის შემცირებისა და დიალოგის აღდგენის მიზნით,“, აღნიშნულია ამ ერთობლივ განცხადებაში, რომელშიც ასევე თეირანს აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან



მსგავსი ინფორმაციები