კორნელი ფერუთა ირანს სტუმრობს
განიხილავენ ირანის ბირთვულ საკითხს


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებით, ქვეყნის ამ უწყების ხელმძღვანელმა მუჰამედ ჯავად ზარიფიმ აქ ვიზიტად მყოფი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დროებითი პრეზიდენტი კორნელი ფერუთა მიიღო და განიხილეს ბირთვული ხელშეკრულების ვალდებულებების შემცირების მიზნით, თეირანის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები. ზარიფმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორი მხარის თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის შესაბამისად, რასაც სრული თანხმობა განუცხადა ფერუთამაც. ამავე ვიზიტის ფარგლებში ფერუთა შეხვდა ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს (AEOI) პრეზიდენტს ალი აქბარ სალიჰსაც. შეხვედრის დასრულების შემდეგ სალიჰიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბირთვული ხელშეკრულება "არ არის ცალმხრივი, არამედ არის ორმხრივი და ირანის ახალი ნაბიჯები ვალდებულებების შეჩერების შესახებ შესაბამის დროში გადაიდგმება, ამიტომაც ეს რომ არ მოხდეს, შეთანხმებაში მონაწილე სხვა მხარეებმაც უნდა შეასრულონ კონტრაქტით აღებული ვალდებულებები“. ფერუთამ კი აღნიშნა, რომ არავის ზეწოლას არ დაემორჩილება და სააგენტო ბოლომდე შეინარჩუნებს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურ დამოკიდებულებას
მსგავსი ინფორმაციები

სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს კიდევ10 ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს კიდევ 10 ტერორისტი იქნა განეიტრალებული