ახალი პრემიერის კანდიდატად გახარია დასახელდა

მისი კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ წარადგინა

1262742
ახალი პრემიერის კანდიდატად გახარია დასახელდა

 

საქართველოს მმართველმა ქართული ოცნების პარტიამ, გუშინ გადამდგარი პრემიერის ადგილზე, გიორგი გახარიას კანდიდატურა დაასახელა, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრს წარმოადგენს. ქვეყნის მმართველი, ქართული ოცნების პარტია, თბილისის სათაო ოფისში შეიკრიბა, რათა პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარედგინათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახალი პრემიერის კანდიდატად მათ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინეს. ”მე როგორც პარტიის თავმჯდომარემ, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ახალი პრემიერ მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარია დავასახელე და მივიღე სრული მხარდაჭერა”, განაცხადა ივანიშვილმა. გახარიამ, მისი კანდიდატურის წარდგენის გამო  მადლობა გადაუხადა თავის პარტიას და აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი სიას, დღესვე წარუდგენს  პარლამენტს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ახალი კაბინეტი ორი კვირის განმავლობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ, სოციალური მედიის ანგარიშში განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა იმ მოტივით, რომ მან "შეასრულა თავისი მოვალეობა".



მსგავსი ინფორმაციები