საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა.

1262274
საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა.

ბახტაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა.

ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მოვალეობის შესრულების მანძილზე წვლილი შეიტანა საქართველოს სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნაში.

„განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“-ნათქვამია მამუკა ბახტაძის განცხადებაში.

მისივე თქმით, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ნატოსა და ევროკავშირთან გრძელდება და მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული მეზობელ ქვეყნებთან.

პრემიერს ბახტაძეს პოსტი 2018 წლის 20 ივნისიდან ეკავა.

კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადადგომის შემთხვევაში მთავრობაც იშლება.

ხელისუფლებაში მყოფმა პარტია ქართულმა ოცნებამ 7 დღეში პრემიერის ახალი კანდიდატურა და კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარადგინოს და პარლამენტმა 2 კვირაში ახალ მთავრობასა და პრემიერს ნდობა უნდა გამოუცხადოს.

ბახტაძე 2012 წლიდან მოყოლებული თანამდებობიდან გადამდგარი საქართველოს მეოთხე პრემიერ-მინისტრია.

 



მსგავსი ინფორმაციები