თეირანი ტრამპის გზავნილს გამოეხმაურა

“აფეთქებული სატელიტი ჩვენ ჯერ არ გაგვიტყორცნია“

1261382
თეირანი ტრამპის გზავნილს გამოეხმაურა

ირანი, გამოეხმაურა რა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მესიჯს ირანული სატელიტის აფეთქების თაობაზე, განაცხადა, რომ სატელიტი ჯერ არ გაუტყორცნიათ. ირანის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრმა მუჰამედ ჯევად აზერი ჯერომმა, ირანის კოსმოსური კვლევის ცენტრში მყოფ ჟურნალისტებთან საუბარში პასუხი გასცა ტრამპის  პრეტენზიას და თქვა, რომ ხსენებული სატელიტი ჯერ კიდევ არ გაუტყორცნიათ და დასტურის ნიშნად სატელიტის წინ გადაღებული სურათებიც გაავრცელა წარწერით: “აი მე და ნაჰიდ პირველი სახელწოდების სატელიტური თანამგზავრი ერთად ვართ. დილა მშვიდობისა დონალდ ტრამპ“. მისივე თქმით, ამ საკომუნიკაციო სატელიტს უახლოეს დღეებში გატყორცნიან და ისიც მალე განთავსდება ორბიტაზე. გუშინწინ, აშშ–ის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის ჩრდილოეთით მდებარე კოსმოსური ცენტრიდან სატელიტის გატყორცნის დროს აფეთქება მოხდა და ცდა წარუმატებლად დასრულდა, რის თაობაზე გზავნილი გამოაქვეყნა ტრამპმაც და აღნიშნა, რომ სატელიტის აფეთქებაში ამერიკას რაიმე როლი არ აქვს



მსგავსი ინფორმაციები