დეაშის ბაღდადის ვალმა თავი აიფეთქა!?

ამის შესახებ იუწყება შიიტი დაჯგუფება

1261119
დეაშის ბაღდადის ვალმა თავი აიფეთქა!?

 

ერაყის დასავლეთში მდებარე ენბარის პროვინციაში, ლიკვიდირებულ იქნა რადიკალური ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის ე.წ. ბაღდადის გუბერნატორი აბდუსელამ ჰამედ ჰამმუდი. ამის შესახებ განაცხადეს ერაყის მთავრობის მხარდამჭერი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებიდან. მათივე განცხადებით, სანამ თვით ჰამმუდი თავს აიფეთქებდა, მანამდის მისი ასისტენტი და 6 დაცვის წევრი გაანეიტრალეს და შემდგომში, მოკლულების  გამოძიებისა და დაკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის კვალობაზე დადგინდა, რომ ლიკვიდირებულებს შორის ჰამმუდის ცხედარიც იყო, რომელიც ექსპერტიზისათვის გადააგზავნეს ერაყის არმიის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის განყოფილებაში, თუმცა, აქედან ჯერ-ჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება ჰამმუდის სიკვდილთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. მიუხედავად იმისა, რომ ერაყში დეაში დამარცხებულად არის გამოცხადებული, აქა იქ მიმალული, განსაკუთრებით კი ერაყის აღმოსავლეთში მდებარე დიალასა და ჩრდილოეთში მდებარე სალაჰეტტინსა და კირკუკის პროვინციებს შორის ტერიტორიებზე იატაკქვეშეთში გადასული ტერორისტები განაგრძობენ შეიარაღებული თავდასხმების განხორციელებას.



მსგავსი ინფორმაციები