ასადის რეჟიმი სამოქალაქოების დაბომბვებს ისევ აგრძელებს

ასადის რეჟიმი სამოქალაქოების დაბომბვებს ისევ აგრძელებს

1259602
ასადის რეჟიმი სამოქალაქოების დაბომბვებს ისევ აგრძელებს

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმმა, იდლიბში დაძაბულობის შემცირების ზონაში მდებარე რამდენიმე დასახლებაზე მორიგი საჰაერო თავდასხმები განახორციელა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 6 სამოქალაქო დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ოპოზიციონერების კონტროლის ქვეშ მყოფი თვითმფრინავების ობსერვატორია ავრცელებს.  ინფორმაციას ასევე სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტიანებიც“ ადასტურებენ. სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე იდლიბის პროვინცია 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან მოყოლებული ოპოზიციონერების კონტროლში იმყოფება. საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს,  სირიის ადამიანის უფლებათა ქსელიც (SNHR) რომლების მიხედვითაც,  მიმდინარე წლის 26 აპრილსა და 19 აგვისტოს თარიღებს შორის რეგიონში, ასადის რეჟიმისა და რუსული თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 843 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მიგრაციული დაკვირვებისა და სირიის ოპოზიციონერების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონიდან თურქეთსა და რუსეთს შორის 2018 წლის 17 სექტემბერს სოჭში, იდლიბის საკითხთან დაკავშირებით  გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ, რეგიონიდან  945  ათასზე მეტი  ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა.



მსგავსი ინფორმაციები