აფეთქებები ღაზას პოლიციის საგუშაგოებზე

დაიღუპა 3 და დაიჭრა ამდენივე პოლიციელი

1259693
აფეთქებები ღაზას პოლიციის საგუშაგოებზე

 

პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ღაზას დასავლეთში მდებარე ორ პოლიციის საგუშაგოზე ერთდროული აფეთქება მოხდა, რასაც მთლიანობაში 3 პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო ამდენივე დაიჭრა. ამავე ცნობით, სამინისტრო უახლოეს ხანებში ამ თავდასხმის განმახორციელებლებისა და ორგანიზატორების შესახებ დეტალურ ინფორმაციებს  გააცნობს საზოგადოებას და მათ საკადრისად დასჯიან. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი და მისი აგენტები ცდილობენ ღაზაში არსებულ ნდობას და სტაბილურობას დარტყმა მიაყენონ და ამისათვის სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ, თუმცა რეგიონის სამართალდამცავებმა მრავალი ასეთი გეგმა ჩაფუშეს. ამავე განცხადებაში პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პალესტინელ ხალხს და დაჯგუფებებს მოუწოდათ, მკაცრად დაგმონ ასეთი ქმედებები და შეინარჩუნონ ერთიანობა



მსგავსი ინფორმაციები