აქტუალური თემის ანალიზი 35/2019

ქურთული პოლიტიკა

1259982
აქტუალური თემის ანალიზი 35/2019

 

დასავლეთშიც და თურქეთშიც გარკვეულ წრეები, რატომღაც დაჟინებით "ქურთული მოძრაობას" ან “ქურთულ პოლიტკას“ ეძახიან თურქეთის პარლამენტშიც წარმოდგენილ ქურთულ პარტია HDP-ს, როცა ეს უკანასკნელები დისტანციას არ იკავებენ ქურთულ ტერ ორგანიზაცია PKK-თან და ამით თითქოსდა ამ სეპარატისტების ლეგალიზაცია სურთ, როცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება რაიმე კავშირი ჰქონდეს რომელიმე ტერ ორგანიზაციასთან. ახლა ამ თემზე გთავაზობთ ანკარის ილდირიმ ბეიაზითის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ა, სხვადასხვა ქვეყნებში, თურქეთში, სირიაში, ირანში და ერაყში სხვადასხვა სახელებით მოქმედებს და იგი ამ ქვეყნების გარდა, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაშიც ახორციელებს ინდივიდუალურ ტერაქტებს რა, ღვრის უდანაშაულო ადამიანების სისხლს. თვით თურქეთში კი პკკ-ამ, რომელიც 1980-იანი წლებიდან მოქმედებს, 50 ათასამდე სამხედრო, პოლიციელი, ჟანდარმი, ქალი, ბავშვი, მოხუცი, ახლაგაზრდა გამოასალმა სიცოცხლეს, ხოლო ამის პარალელურად მათი ძალადობის შედეგად 10 ათასობით ადამიანი გახდა იძულებით ადგილნაცვალი. ე.ი. პკკ-ა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიან ორგანიზაციას წარმოადგენს. სინამდვილეში ეს ქურთული ტერ ორგანიზაცია მაშას წარმოადგენს იმ იმპერიალისტური ქვეყნებისათვის, რომლებსაც ახლიდან სურთ “ახლო აღმოსავლეთის მოწესრიგება“. დიდი მიზანი კი მათი ერთია, ერაყის მსგავსად სირია, ირანი და თურქეთიც დაანაწილონ და ერთიანი დიდი სახელმწიფო შექმნან, რომელიც ისრაელის და აშშ-ის ინტერესებს მოემსახურება, რასაც რა თქმა უნდა არ დაუშვებს არც ერთი ჩამოთვლილ სახელმწიფო. უფრო მეტიც, ასეთ დამახინჯებას არც რაციონალური, არც სოციალური და არც მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია იმდენად, რამდენადაც მათში არ ვურევთ ქურთ ხალხს, რომელიც დისტანციას იკავებს ამ ტერ ორგანიზაციასთან და არ უჭერს მხარს მის ძალადობრივ პოლიტიკას.  თუ ტერმინ "ქურთულ პოლიტიკას" ვიხმართ, ამაში მარტო თურქეთში მცხოვრებ ქურთებს კი არა, არამედ, ერაყში, სირიაში და ირანში მცხოვრებ ქურთებსაც მივიღებთ მხედველობაში. ე.ი. ქურთებიც,  როგორც ნებისმიერ სამოქალაქო და დემოკრატიულ საზოგადოებაში, არ არიან ერთი ნაწილი და ისინიც მრავალფეროვანნი არიან. აქედან გამომდინარე ქურთები არჩევნებზე მხოლოდ ქურთულ პოლიტიკურ პარტიას არ აძლევენ ხმას, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც აძლევენ. ხოლო ის ქურთები, რომლებიც ქურთულ პარტიას HDP-ს აძლევენ, არ ნიშნავს, რომ ისინი მხარს უჭერენ ტერ ორგანიზაციის ქმედებებს. ასე რომ, ტერმინ “ქურთული პოლიტიკის“ ხმარებას ერთადერთი დატვირთვა არ გააჩნია.

თურქეთში მრავლად არიან ქურთები, რომლებიც HDP-სგან მოითხოვენ, რომ პკკ-ასთან და მის ლიდერებთან კავშირები შეწყვიტონ, რადგან, ხშირ შემთხვევაში მათ აიგივებენ და საბოლოო ანგარიშში პოლიტიკური პარტიაც ტერ ორგანიზაციასთან იგივდება

როგორც ზემოთ ვთქვით, გარკვეული სეგმენტები პკკ-ას და HDP-ს ქმედებებს “ქურთულ პოლიტიკად“ ასაღებენ, რასაც მრავალი ფაქტორი გააჩნია. მათ შორის პირველია პკკ-სადმი შიში, რადგან, სხვა  ტერ ორგანიზაციის მსგავსად, პკკ-საც აქვს ისეთი მეთოდები, როგორიცაა შიშის დანერგვა, ზეწოლა, დეზინფორმაცია, კონკრეტული პირების დაშინება და სხვა, რითაც თავის კონტროლ ქვეშ იქცევს მასებსაც. ამის მრავალი მაგალითი არსებობს, მაგალითად, ცნობილია რომ PKK-მ ხაზი გადაუსვა და სიცოცხლეს გამოასალმა იმ ქურთ ინტელექტუალებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან და მათ იდეებს არ ემორჩილებიან

მეორეა ამხანაგობის ზეწოლა:  მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც იყენებს ტერმინს "ქურთული პოლიტიკა", არიან მემარცხენე წრეები. ცნობილია, რომ თურქული მემარცხენეების წამყვანი ფიგურების მნიშვნელოვანი ნაწილი რევოლუციური ტრადიციიდან მომდინარეობდა. აქედან გამომდინარე, თურქი მემარცხენეების სეგმენტების მცდელობა, რომლებიც დაჟინებით იყენებენ ტერმინ ”ქურთულ პოლიტიკას”, შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ”რევოლუციური სოლიდარობა, რადგან PKK-აც მარქსისტულ-ლენინისტურ ტრადიციას მისდევს, ე.ი. სოციალისტური ამხანაგობის ტრადიციის გამგრძელებლები არიან და სხვაგვარად მოაზროვნეს დევნიან

მესამე ფაქტორია თურქეთის წინააღმდეგ ინტეგრირება  საერთაშორისო ანტი თურქულ მოძრაობასთან, რომლებიც ქურთებს ამ თვისების გამო მატერიალურ და ფინანსურ დახმარებებს უჩენენ და მათ თავიანთი მიზნების განხორციელებაშიც მაშად იყენებენ

მეოთხე ფაქტორია მთავრობისა და ერდოღანის საწინააღმდეგო პოზიცია. მართლაცდა ზოგიერთ ინტელექტუალში ისეა გაჟღენთილი ეს პოზიცია, რომ ისინი მთავრობისა და ერდოღანის სიძულვილით მზად არიან უდანაშაულო ბავშვების, მოხუცების. ქალების მკვლელი და ჰეროინის კონტრაბანდის განმხორციელებელი ტერ ორგანიზაციის გვერდით დადგნენ, წერს ანკარის ილდირიმ ბეიაზითის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქუდრეთ ბულბული  



მსგავსი ინფორმაციები