გაერო ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გამაფრთხილებელ  განცხადებებს აკეთებს

სტეფანე დუჟარიჩიმ განცხადება გააკეთა

1259412
გაერო ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გამაფრთხილებელ  განცხადებებს აკეთებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფანე დუჟარიჩიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთი ახალ დაძაბულობას ვეღარ გადაიტანს. დუჟარიჩმა ტრადიციულ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ისრაელში, ღაზაში, ლიბანში, სირიაში, ერაყში, საუდის არაბეთში და სხვა რეგიონის ქვეყნებში პარასკევის დღიდან მოყოლებული უპილოტო საფრენი აპარატებით, საჰაერო და სარაკეტო თავდასხმებს ახლოდან ვაკვირდებით. გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი ყოველთვის აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ახალ დაძაბულობას ვეღარ გადაიტანს.“ შეგახსენეთ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 25 აგვისტოს ღამის საათებში ისრაელის კუთვნილი 2  უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. გუშინ კიდევ პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის კუთვნილ ბაზებზე ღამის საათებში სამი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატები, საბრძოლო თვითმფრინავები და საბრძოლო გემები ხშირად არღვევენ ლიბანის საზღვრებს. რაც შეეხება იემენს, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა გუშინ საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში მნიშვნელოვან საჰაერო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები განახორციელეს. საუდის არაბეთის მხრიდან კი ჯერ-ჯერობით საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.



მსგავსი ინფორმაციები