იდლიბის დაბომბვა გრძელდება

გუშინ კიდევ 9 სამოქალაქო პირი დაიღუპა

1258330
იდლიბის დაბომბვა გრძელდება

 

სირიის ჩრდილოეთში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა,  რუსეთის მხარდაჭერით   გუშინ საღამოს, იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში მდებარე რამდენიმე დასახლებაზე მორიგი საჰაერო თავდასხმები განახორციელეს, რასაც 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 20 კი დაიჭრა. იდლიბი, 2015 წლიდან დაწყებული, ოპოზიციის კონტროლ ქვეშ არის და მის ციხესიმაგრედ არის ცნობილი. სირიის ადამიანის უფლებათა ქსელმა (SNHR) გამოაცხადა, რომ 26 აპრილსა და 19 აგვისტოს თარიღებს შორის იდლიბის რეგიონში, ასადის რეჟიმისა და რუსული თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 843 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მიგრაციული დაკვირვებისა და სირიის ოპოზიციონერების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონიდან თურქეთსა და რუსეთს შორის 2018 წლის 17 სექტემბერს სოჭში, იდლიბის საკითხთან დაკავშირებით  გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ, რეგიონიდან  946 ათასამდე ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა.



მსგავსი ინფორმაციები