ასადის რეჟიმის მორიგი პროვოკაციული თავდასხმა თურქეთის  სადამკვირვებლო პუნქტზე

ასადის რეჟიმის მორიგი პროვოკაციული თავდასხმა თურქეთის  სადამკვირვებლო პუნქტზე

1256822
ასადის რეჟიმის მორიგი პროვოკაციული თავდასხმა თურქეთის  სადამკვირვებლო პუნქტზე

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების მერვე სადამკვირვებლო პუნქტზე, რომელიც იდლიბის პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მორიგი პროვოკაციული თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. რეჟიმის ძალებმა,  ბოლო 10 დღეა რუსეთის და ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხოელი ტერორისტების მხარდაჭერით  იდლიბში ოპერაციები გაახშირა. ხსენებული რეგიონიდან,   თურქეთსა და რუსეთს შორის 2018 წლის 17 სექტემბერს სოჭში, იდლიბის საკითხთან დაკავშირებით  გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ 1 მილიონამდე  ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა. ასადის რეჟიმმა მსგავსი პროვოკაციული თავდასხმა თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტებზე 19 აგვისტოსაც განახორციელა რა დროსაც 3 სამოქალაქო დაიღუპა, 12 კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები