ერსინ თათარმა განცხადება გაავრცელა

“ანკარა კვიპროსელ თურქების გვერდით დგას“

1255566
ერსინ თათარმა განცხადება გაავრცელა

 

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ერსინ თათარმა თქვა, რომ თურქეთის მთავრობასთან ერთად ბრძოლას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. "ამჟამად ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ნახშირწყალბადების, ნავთობისა და გაზის ძიების საკითხში ომები და კონფლიქტები მიმდინარეობს. რა ბედნიერები ვართ კვიპროსელი თურქები, რომ ჩვენი დედა სამშობლო და გარანტორი თურქეთი ჩვენს გვერდით დგას, ჩვენს უფლებებს იცავს და საძიებო სამუშაოებს აწარმოებს რეგიონში“, განაცხადა მან და დაამატა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსი როგორც ყველა საკითხში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნავთობისა და გაზის ძიების საქმეშიც მათ გვერდით დგას და როგორც 1974 წელს ერთობლივად დაიცვეს კუნძულზე მცხოვრები თურქების უფლებები, ამის შემდეგაც ანკარა ბერძნებისა და ბედის ანაბარა არ მიატოვებს მათ რა, ერთობლივად დაიცავენ კვიპროსელი თურქების ინტერესებს



მსგავსი ინფორმაციები