არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ ისრაელთან თანამშრომლობენ
ისრაელმა და აგს-მა მეორე საიდუმლო შეხვედრა გამართეს

ამერიკულ ჟურნალ Wall Street Journal-ის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს, "ირანის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ ინფორმაციის გაზიარებისა და კოორდინაციის" მიზნით, ისრაელმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, აშშ-ის შუამავლობით, რიგით მეორე საიდუმლო შეხვედრები გამართეს, ხოლო პირველი ასეთი შეკრება მათ გაზაფხულზე გამართეს. ამ ორივე შეხვედრას აშშ-დან, ამ ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი ირანში, ბრაიან ჰუკი ხელმძღვანელობდა. აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის მოლაპარაკებები მიზნად ისახავს დიპლომატიური, სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობის გაღრმავებას ირანთან ურთიერთობებში. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ისრაელს, არაბულ სამყაროში დიპლომატიური ურთიერთობები აქვს მხოლოდ ეგვიპტესა და იორდანიასთან
მსგავსი ინფორმაციები

ერაყის ჩრდილოეთში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება
ერაყის ჩრდილოეთში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წევრი 9 ტერორისტი გაანეიტრალეს