„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ისრაელის ქმედებას მკაცრად გმობს

„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ისრაელის ქმედებას მკაცრად გმობს

1251928
„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ისრაელის ქმედებას მკაცრად გმობს

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ,  ყურბან-ბაირამის პირველ დღეს ფანატიკოსი იუდეველების თანდასწრებით ისრაელის პოლიციის მხრიდან იერუსალიმში მდებარე, ალ-აქსას მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დამო. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ის რაც მოხდა, ისრაელის მხრიდან წმინდა ადგილების მიმართ უპატივცემულობის ნათელი მაგალითია. მათი ქმედებები, ჟენევის შეთანხმებას და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებთ, ისრაელის მხრიდან ქრისტიანების და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილზე განხორციელებული თავდასხმა დაგმონ.“ შეგახსენებთ, რომ  მიმდინარე წელს ყურბან-ბაირამი  ებრაელთა მარხვის დღის, ტიშა ბავის დაწყებას დაემთხვა რა, ისრაელის პოლიციის მხრიდან ფანატიკოსი იუდეველებისთვის ალ-აქსას მეჩეთში შესვლის ნებართვის გაცემის გამო, მუსლიმ მომლოცველებს და ფანატიკოს იუდეველებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად მრავალი პალესტინელი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები