ჰასან როჰანი ყატარის ემირს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები

1251542
ჰასან როჰანი ყატარის ემირს ტელეფონით ესაუბრა

 

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თქვა, რომ გზა, რომელსაც ამერიკელები სპარსეთის ყურეში მიჰყვებიან, არასწორია და ამიტომ ვაშინგტონის ადმინისტრაციას მოუწოდა, სანამ გვიანი არ არის შეცვალოს თავისი პოზიცია. ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ და კატარის შეიხმა თემიმ ბინ ჰამედ ალ სანიმ, დღევანდელ სატელეფონო საუბარში,  სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში განვითარებული მოვლენები განიხილეს და ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონში დაძაბულობის შემცირება, ყველას ინტერესებში შედის. ”იმედი მაქვს, რომ ამერიკელებმა გააცნობიერეს, იმ გზას, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, არასწორია და ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა შესცვალონ, რამეთუ ეს გზა არც ერთ მხარეს გამარჯვებას არ მოუტანს“, ხაზგასმით აღნიშნა როჰანიმ და დაამატა, რომ რეგიონის უსაფრთხოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვისაც, ამიტომაც უსაფრთხოების დაცვა არა მხოლოდ რეგიონის ხალხების, არამედ მსოფლიო ხალხების ინტერესებშიც შედის. როჰანის აზრითვე, თუ რეგიონის ფარგლებს გარედან რაიმე ჩარევა არ იქნება, მაშინ, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ერთობლივი ზომების მიღებით შესძლებენ სტაბილურობის და უსაფრთხოების დამყარებას, რასაც ადასტურებს ისტორიული გამოცდილებაც. ყატარის ემირის განცხადებით კი, ისინი  მზად არიან, რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად ყველანაირი ძალისხმევა გამოიჩინონ. ”ყატარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია, რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ირანთან აქტიურ თანამშრომლობას“, ხაზი გაუსვა ყატარის ემირმა



მსგავსი ინფორმაციები