ჰულუსი აქარის ვიზიტი ჩრდილოეთ კვიპროსში გრძელდება
“ნურავინ ნუ ეცდება თურქეთის ძალის გამოცდას“
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფმა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თქვა, რომ ანკარა, როგორც გარანტორი ქვეყანა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უფლებებს ბოლომდე დაიცავს, ამიტომაც ნუ ეცდებიან თურქეთის ძალის გამოცდა-შემოწმებას. იგი ვერტმფრენით ეწვია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბუნებრივი აირის მაძიებელი და საბურღი სამუშაოების ჩამტარებელ თურქულ ფრეგატ “გემლიქს“ და ბრიფინგი მიიღო ამ გემის ხელმძღვანელობისგან. საუბრის დროს იგი შეეხო რა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებს, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ თვალს არ დაუხუჭავენ და არ გაჩუმდებიან იმპერიალისტების მიერ თავსმოხვეულ უსამართლობებზე, ხოლო ამის პარალელურად თურქული მხარე კეთილმეზობლური და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით იმოქმედებს. "ბერძნული მხარე და მისი მხარდამჭერი იმპერიალისტები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საბურღ სამუშაოებს აწარმოებენ, იღებენ გაზს და ნავთობს, მაგრამ, არ უნაწილებენ კვიპროსის თურქულ მხარს, რაც არა სამართლიანია და ამიტომ ანკარაც, როგორც გარანტორი ქვეყანა, იძულებულია ჩაერიოს მოვლენებში და დაიცვას კვიპროსელი თანამოძმეების უფლებები და ინტერესები“, აღნიშნა აქარმა