რუჰანისა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

განიხილეს აქტუალური საკითხები

1249163
რუჰანისა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

 

ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელებული განცხადების თანახმად, ამ ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისა და  მის ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც  სპარსეთის ყურეში და მის შემოგარენში არსებული დაძაბული ვითარება და კიდევ ბირთვული შეთანხმების ბედი განიხილეს. რუჰანის განცხადებით, თეირანი, ნავიგაციის თავისუფლებას და უსაფრთხოებას ჰორმუზის სრუტეში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან, აქ ყოველდღიურად ასობით ხომალდი გაივლის და ირანი აქ, საზღვაო წესების შესაბამისად, მხოლოდ მასზე დაკისრებულ კონტროლის უფლებამოსილებას ახორციელებს. მანვე პროვოკაციული უწოდა აშშ-ს ქმედებებს და აღნიშნა: ”მიუხედავად ირანისა და საფრანგეთის დაძაბულობის შემცირებისადმი და სტაბილიზაციისადმი მიმართული დიდი მცდელობებისა, სამწუხაროდ, აშშ-ი მხოლოდ პროვოკაციულ ქმედებებს იჩენს რეგიონში და კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას“. ირანის პრეზიდენტის აზრით, ევროპასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე დადებითი შედეგები მოჰყვება. ”საფრანგეთს, როგორც ირანის უძველეს პარტნიორს ევროპაში, შეუძლია შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ მიმართულებით“, ხაზგასმით განაცხადა რუჰანიმ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ერთგულია ბირთვული შეთანხმებისა. ”პარიზისთვის მნიშვნელოვანია მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მხარეები მიიღებენ ბირთვულ ხელშეკრულებას და ირანის ინტერესები  გარანტირებული იქნება”, აღნიშნა მაკრონმა. პრეზიდენტები ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ისინი გააგრძელებენ კონტაქტებს რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე



მსგავსი ინფორმაციები