თეირანმა, ჰურმუზის სრუტეში კონფისკაცია გაუკეთა კიდევ 1 ტანკერს

იგი სავარაუდოდ ერაყს ეკუთვნის

1247758
თეირანმა, ჰურმუზის სრუტეში კონფისკაცია გაუკეთა კიდევ 1 ტანკერს

 

ირანის რევოლუციური გვარდიის არმიამ სპარსეთის ყურის ჰურმუზის სრუტეში, საწვავის კონტრაბანდის ბრალდებით  კონფისკაცია გაუკეთა კიდევ ერთ გემს, რომელიც სავარაუდოდ მეზობელ ერაყს ეკუთვნის. ამის შესახებ განაცხადა ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ IRNA-მ. ამავე ინფორმაციით, გემ "ჰიტა"-ს, ირანიდან კონტრაბანდული გზით ნაყიდი საწვავი, სპარსეთის ყურეში გაჰქონდა და იქ არაბულ ქვეყნებზე უნდა მიეყიდა. როგორც ცნობილია, ამერიკას ემბარგო აქვს დაწესებული ირანულ ნავთობზე და ამით სარგებლობენ რა ადგილობრივი კონტრაბანდისტები, ირანში, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული საწვავი პროდუქციის  საზღვარგარეთ გაყიდვას ცდილობენ. თავის მხრივ, ერაყის ნავთობის სამინისტრომ უარყო ირანის ბრალდება და აღნიშნა, რომ ჩამორთმეული გემი მათ არ ეკუთვნით



მსგავსი ინფორმაციები