ამერიკა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება

ამერიკა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება

1247416
ამერიკა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო  დეპარტამენტი,  სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტის თაობასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება მაგრამ, აღნიშნავს, რომ  მთავარი,  სამოქალაქოების მიმართ განხორციელებული თავდასხმების შეჩერება გახლავთ.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა  მორგან ორტაგუსიმ იდლიბის ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „2018 წლის სექტემბერში რუსეთის ქალაქ სოჭში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების  თაობასთან დაკავშირებით ანკარა-მოსკოვის ერთობლივ მუშაობას მივესალმებით. იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თვით გაეროც მიესალმება. აშშ თვლის, რომ სირიაში არსებული კრიზისის სამხედრო ჩარევით მოგვარება,   გამოსავალი არ არის. არამედ, კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა პოლიტიკური მეთოდი გახლავთ, რომელიც სირიას უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს მოუტანს. აშშ,  სირიის საკითხთან დაკავშირებით გაეროს ხელმძღვანელობით მიღებულ ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს.“ შეგახსენებთ, რომ თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გასულ კვირას  გამართულ მე-13 გარანტორი ქვეყნების შეხვედრაზე იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონაში სამოქალაქოების დაცვის მიზნით,  ცეცხლის შეწყვეტის  და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შეთანხმებას მიაღწიეს.



მსგავსი ინფორმაციები