ზარიფზე დაწესებულ სანქციას, მოსკოვი უარყოფითად გამოეხმაურა
“ამერიკამ დიპლომატიური საშუალებების გამოყენება არ იცის“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, აშშ-მა, დიპლომატიური საშუალებების გამოყენება არ იცის და მის ნაცვლად, მხოლოდ სანქციების დაწესება იცის. ზახაროვამ, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადებები გააკეთა აშშ-ს მხრიდან ირანის მიმართ ახალი სანქციებისა და მის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯევად ზარიფის, სანქცირებულთა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ამით აშშ-მა თავი ჩიხში შეიყვანა. იგი შეეხო სპარსეთის ყურის რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებასაც და მას შემაშფოთებელი უწოდა. ”სამწუხაროდ, სიტუაცია საშიში მიმართულებით მოძრაობს და იზრდება სამხედრო კონფლიქტის რისკი”, ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ. როგორც ცნობილია, გუშინწინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციების სიაში შეიყვანა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ეს სანქცია ხელს უშლის ზარიფს აშშ –ის აქტივებზე წვდომასა და ამასთან, ამერიკელ მოქალაქეებს უკრძალავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან კომერციული ურთიერთობების დამყარებას. ზარიფიმ კი სოციალური მედიის ანგარიშში აღნიშნა, რომ არავითარი გავლენა არ ექნება ვაშინგტონის ადმინისტრაციის სანქციას, რადგან, ირანის ფარგლებს გარეთ ის არ ფლობს რაიმე ქონებას და საკუთრებას