ჯარედ კუშნერი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს აგრძელებს

ჯარედ კუშნერი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

1246096
ჯარედ კუშნერი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს აგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ,  დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ისრაელს ეწვია. იგი ქვეყნის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ისრაელის პრემიერის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერის ოფისში გამართულ შეხვედრას,  აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ირანში ბრაინ ჰოკი და ორივე ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ. შეხვედრის სხვა დეტალები კი არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, რომ  ტრამპის სიძე და მრჩეველი ისრაელ-პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ახლო აღმოსავლეთის ტურნეში იმყოფება, რომლის ფარგლებში იგი უკვე იმყოფებოდა იორდანიაში. ამჟამად ისრაელში მყოფი კუშნერი მაროკოს, ეგვიპტეს, საუდის არაბეთს და გაერთიანებულ არაბულ საემიროებს ეწვევა.



მსგავსი ინფორმაციები