ირანი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

ირანი და რუსეთი სპარსეთის ყურეში და ჰორმუზის სრუტეში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

1244634
ირანი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

ირანის საზღვაო ძალების სარდალმა რიერადმირალმა ჰუსეინ ჰანზადემ განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად სპარსეთის ყურეში და ჰორმუზის სრუტეში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.

რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის ქალაქ სანქტ პეტერბურგში მყოფმა ჰანზადემ ირანულ საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-სთან განცხადებები გააკეთა.  

ჰანზადეს თქმით, ირანმა და რუსეთმა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და დაამატა, რომ ირანისა და რუსეთის საზღვაო ძალები ინდოეთის ოკეანეში, სპარსეთი ყურესა და ჰორმუზის სრუტეში ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

ირანის საზღვაო ძალების სარდლის თქმით, ერთობლივი სამხედრო წვრთნები წლის ბოლომდე გაიმართება.

 


საკვანძო სიტყვები: #სამხედრო წვრთნები , #რუსეთი , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები