ჯევად ზარიფ-ჯერემი ჰანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჯევად ზარიფ-ჯერემი ჰანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1235438
ჯევად ზარიფ-ჯერემი ჰანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფიმ განაცხადა, რომ მიუხედავად ყველა პირობისა, მისი ქვეყანა ნავთობის ექსპორტს მაინც გააგრძელებს. ჯევად ზარიფიმ თავის ინგლისელ კოლეგა, ჯერემი ჰანტს ტელეფონით ესაუბრა.  ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ზარიფ-ჰანტს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს სპარსეთის ყურეში არსებული დაძაბულობა და გიბრალტარში დაკავებული ირანული ტანკერი გათავისუფლების საკითხები იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს ზარიფმა კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან ირანის მიმართ ნავთობის ექსპორტთან  დაკავშირებით დაწესებული ემბარგო არაკანონიერია. მისივე თქმით, რა პირობებიც არ უნდა იქნეს მათ მიმართ წაყენებული, ნავთობის ექსპორტს მაინც გააგრძელებენ. ირანელმა დიპლომატმა თავის ინგლისელ კოლეგასთან საუბრის დროს იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ლონდონს გიბრალტარში დაკავებული ირანული ტანკერი ამ დრომდის უნდა გაეთავისუფლებინა. სატელეფონო საუბრის დროს,  ჯერემი ჰანტმა კი აღნიშნა, რომ ირანს აქვს უფლება საკუთარი ნავთობის ექსპორტი განახორციელოს.



მსგავსი ინფორმაციები