ტრამპი ვეღარ გაბედავს ირანზე თავდასხმას

თავდასხმის შემთხვევაში მან თანხმობა უნდა მიიღოს კონგრესისგან

1235090
ტრამპი ვეღარ გაბედავს ირანზე თავდასხმას

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა სამართლებრივი დადგენილება, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მოითხოვს,   ირანის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციის დაწყებამდე თანხმობა მიიღოს კონგრესისგან. კენჭისყრაზე ამ დადგენილებას 170 ხმის წინააღმდეგ დადებითი ხმა მისცა 251 კონგრესმენმა. როგორც ცნობილია, 2018 წლის მაისში, ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის ცალმხრივად გასვლის შემდეგ, თეირან-ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გაიზარდა. ამ დაძაბულობამ ესკალაცია განიცადა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში, ირანული რევოლუციური გვარდიის არმიამ ჰურმუზის ყურეში, ირანის საჰაერო სივრცის დარღვევის ბრალდებით ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, თუმცა ვაშინგტონი უარყოფს ამ ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ირანელებმა ამერიკული უპილოტო, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს. ამ ინციდენტის შემდეგ ამერიკამ ირანს სანქციები გაუფართოვა და სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ასევე ირანის სასულიერო და სახელმწიფო ლიდერი, ალი ხამენეი



მსგავსი ინფორმაციები