იდლიბი კვლავ იბომბება

გუშინდელ თავდასხმას 5 სამოქალაქო ემსხვერპლა

1234439
იდლიბი კვლავ იბომბება

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა მკაცრად დაგმო სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ იდლიბსა და მის მიდამოებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმები, რომლის დროსაც ძირითადად საავადმყოფოსა და ჯანდაცვის მუშაკები იღუპებიან და ამ დაბომბვების სასწრაფო შეწყვეტა და იდლიბის შეთანხმების განხორციელება მოითხოვა. ამის შესახებ განაცხადა წერილობით გავრცელებულ განცხადებაში  გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა და ხაზი გაუსვა, რომ ბოლო საჰაერო თავდასხმების დროს რამდენიმე საავადმყოფო, მათ შორის რეგიონის ერთ-ერთ უდიდესი საავადმყოფოც დაიბომბა. იდლიბის დაძაბულობის ზონაში, გუშინ დასახლებულ პუნქტებზე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, კიდევ  ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 27 დაიჭრა. რეჟიმის მხარდამჭერმა რუსეთის ბომბდამშენებმა ამჯერად მიზანში სასწრაფო დახმარების მანქანები და სამოქალაქო თავდაცვის (თეთრი მუზარადის) ცენტრი ამოიღეს.



მსგავსი ინფორმაციები