საბერძნეთში ახალი კაბინეტი შეიქმნა

ქვეყანას ერთპარტიული მთავრობა ჰყავს

1232528
საბერძნეთში ახალი კაბინეტი შეიქმნა

 

საბერძნეთში, კვირას ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ, ახალი მთავრობის წევრები საზოგადოებას გააცნო. ახალი კაბინეტის პრეს წარმომადგენელმა სტელიოს პეტსასმა განაცხადა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიჩოტაკისის კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ერგო ნიკოს დენდიასს, ფინანსთა მინისტრისა ჰრისტოს სტაიკურასს, თავდაცვის მინისტრისა ნიკოს პანაგიოტოპულოსს და ახალი კაბინეტის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. გუშინწინ საბერძნეთში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში ხმების 39.8% მოაგროვა ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც 300 სავარძლიან პარლამენტში 158 დეპუტატი გაიყვანა და ახალი მთავრობის მარტოდ შექმნის უფლებაც მოიპოვა



მსგავსი ინფორმაციები