თურქეთ-ირანის პოლიციის შეფებმა თეირანში შეხვედრა გამართეს

მათ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს

1229155
თურქეთ-ირანის პოლიციის შეფებმა თეირანში შეხვედრა გამართეს

 

თურქეთის პოლიციის გენერალური დირექტორის ჯელალ უზუნქაიას განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში, ირანის პოლიციის გენერალურ დირექტორ ჰუსეინ ეშთერისთან ჰქონდა პირისპირი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ მათ ხელი მოაწერეს  ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ნარკოტიკებთან და კონტრაბანდასთან ერთობლივი ბრძოლის შეთანხმებას. მისივე თქმით, ამავე შეთანხმების ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლობენ  საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და არალეგალური მიგრაციის საკითხშიც. "თურქეთის და ირანის უსაფრთხოების სტრუქტურები თუ ურთიერთანამშრომლობას გააღრმავებენ და ერთნაირ ნებას გამოიჩენენ, მაშინ, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევენ საერთო პრობლემების მოგვარების საკითხში, ამიტომაც ყველა სახის ცოდნა და გამოცდილებაც უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს და არ უნდა დავიშუროთ ურთიერთ მხარდაჭერაც“, ხაზგასმით განაცხადა უზუნქაიამ. ირანის პოლიციის შეფის განცხადებით, მათ თურქ კოლეგებთან  სასარგებლო შეხვედრა ჰქონდათ საზღვრის დაცვის, დამნაშავეების ექსტრადიციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. "თურქეთის და ირანის პოლიციური სტრუქტურები მეტად ორგანიზებულს და ძლიერს წარმოადგენენ. მათი აქტიური ურთიერთთანამშრომლობა სარგებლობას მოუტანს ორივე მხარეს“, აღნიშნა ეშთერმა



მსგავსი ინფორმაციები