აზიზიეში 7 ქურთი ტერორისტი დააკავეს

მათ ბრალი ედებათ 2 ივნისის ტერაქტში

1227711
აზიზიეში 7 ქურთი ტერორისტი დააკავეს
suriyeli asiretler.jpg

 

სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ აზიზიეში დააკავეს ის 7 ქურთი ტერორისტი, რომლებმაც 2 ივნისს ამ ქალაქში ბომბიანი ავტომანქანით აფეთქება მოაწყვეს და სიცოცხლეს გამოასალმეს 23 სამოქალაქო პირი, ხოლო 70 კი დაჭრეს. სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ქურთული ტერ ორგანიზაცია  YPG / PKK წევრი შვიდივე დაკავებული, გასამართლების მიზნით აზიზიეს ადგილობრივ სასამართლოში გააგზავნეს. ამ რეგიონიდან მიღებული მეორე ინფორმაციით კი, ჯეილანფინარის რაიონში მცხოვრებმა სხვადასხვა ტომისა და თემის 500-მდე წარმომადგენლებმა, რეაგირება მოახდინეს რა რეგიონში ქურთების ძალადობის გაზრდაზე, მათი მხრიდან გამოვლენილი ყველანაირი ზეწოლის დაუყონებლივ შეწყვეტა მოითხოვეს



მსგავსი ინფორმაციები