თბილისში „თავისუფლების მარში“ გაიმართა

თბილისში საპროტესტო აქციები 21 ივნისს დაიწყო

1227356
თბილისში „თავისუფლების მარში“ გაიმართა

საქართველოს დედაქალაქ თბილისში 21 ივნისს  გამართული მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი 26-ე ასამბლეის სხდომის რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით ჩატარების გასაპროტესტებლად დაწყებული გამოსვლები გუშინაც გაგრძელდა. თბილისში,  შოთა რუსთაველის გამზირზე  შეკრებილმა  აქციის მონაწილეებმა  მსვლელობაც გამართეს. „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ გაემართნენ. მათი მოთხოვნა კი ისევ უცვლელი რჩება და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის პირველ დღეს სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. საქართველოს მთავრობამ კი აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა საარჩევნოს სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით,  დააკმაყოფილა. ასევე, გადადგა პარლამენტის უკვე ყოფილი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი თბილისში მიმდინარე ანტირუსული აქციების გამო საქართველოში საჰაერო ფრენები დროებით შეაჩერა. მეორეს მხრივ, საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დედაქალაქ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რომელიც უკვე მეათე  დღეა გრძელდება, პასუხისმგებლობა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დააკისრა.



მსგავსი ინფორმაციები