პრემიერი ბახტაძე დემონსტრაციებზე პასუხისმგებლობას სააკაშვილს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპროტესტო აქციებზე პასუხისმგებლობა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დააკისრა

1226733
პრემიერი ბახტაძე დემონსტრაციებზე პასუხისმგებლობას სააკაშვილს აკისრებს
tiflis gosteriler.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დედაქალაქ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რომელიც უკვე მერვე დღა გრძელდება, პასუხისმგებლობა ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დააკისრა.

თბილისში 20 ივნისს გამართული მართლმადიდებლობის პარლამენტათაშორისი 26-ე ასამბლეის სხდომის რუსული დელეგაციიდან რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის მხრიდან ხელმძღვანელობის გასაპროტესტებლად დაწყებული აქციები მერვე დღესაც გაგრძელდა.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა დემონსტრანტებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.

აქციაში მონაწილეებმა მოგვიანებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მოაწყვეს მსვლელობა.

ყოფილი პრემიერისა და მილიარდერი ბიზნესმენის ივანიშვილის სახლის შეკრებილი დემონსტრანტები თავიანთ მოთხოვნებს სკანდირებდნენ.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისიდან დღემდე განვითარებული მოვლენების შეფასების მიზნით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 21 ივნისს დემონსტრანტების მიერ პარლამენტის შენობისათვის ალყის შემორტყმასა და მასში შეჭრის მცდელობაზე გავლენა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა.

სააკაშვილს, რომლის დაკავების გადაწყვეტილება 2013 წელს იქნა მიღებული რის გამოც იგი ამ დროიდან ქვეყანაში ვერ ბრუნდება და უკრაინაში იმყოფება და ასევე საქართველოში მყოფ მის მხარდამჭერ ზოგიერთ ჯგუფს 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ბახტაძემ პასუხისმგებლობა დააკისრა და დაამატა: „ყველა ამ მოვლენაზე პასუხისმგებელი და დამნაშევე სააკაშვილი და მისი აგრესიული ჯგუფებია. ისინი შეეცადნენ გამოეყენებინათ ჩვენი მოქალეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე.“



მსგავსი ინფორმაციები