თბილისში საპროტესტო აქციები არ წყდება

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ

1226213
თბილისში საპროტესტო აქციები არ წყდება

საქართველოს დედაქალაქ თბილისში გასულ კვირას გამართული მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი 26-ე ასამბლეის სხდომის რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით ჩატარების გასაპროტესტებლად 21 ივნისს  დაწყებული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. თბილისში,  შოთა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის,  გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. გუშინდელ აქციაზე, დემონსტრანტები ასევე  21 ივნისის  აქციის დროს სამართალდამცველების მიერ დაკავებული 300-ზე მეტი  ადამიანის გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ.


საკვანძო სიტყვები: #აქციები , #თვილისი , #საქართველო

მსგავსი ინფორმაციები