ერაყში დეაშელების ბოლო ნარჩენებს ანადგურებენ

გუშინ ლიკვიდირება გაუკეთეს 14 ტერორისტს

1224549
ერაყში დეაშელების ბოლო ნარჩენებს ანადგურებენ

 

ერაყის ქირქუქის პროვინციაში 14 დეაშელი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. ერაყის თავდაცვის სამინისტროს კონტრტერორისტულმა განყოფილებამ წერილობითი განაცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ გამანადგურებელი თვითმფრინავების მონაწილეობით, სამხედრო კოალიციამ სპეცოპერაცია განახორციელა ქირქუქის მახლობელ ვაჰდეის რაიონში  დამალული რადიკალური ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წევრების წინააღმდეგ და ლიკვიდირება გაუკეთეს 14 ტერორისტს, ტყვედ აიყვანეს ერთი საველე მეთაურთაგანი, ხოლო ამის პარალელურად ხელთ იგდეს ტერ ორგანიზაციის კუთვნილი დიდძალი სამხედრო მასალები და მნიშვნელოვანი დოკუმენტები. გადამალული დეაშელები ხშირად აწყობენ ტერორისტულ თავდასხმებს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე დიალაში, ქირქუქსა და სალაჰედდინში. 2017 წლის დეკემბერში ოფიციალურმა ბაღდადმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორია გაათავისუფლეს  DEAŞ-ის ტერორისტებისგან



მსგავსი ინფორმაციები