თბილისში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

თბილისში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

1224004
თბილისში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართული მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი 26-ე ასამბლეის სხდომის რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით ჩატარების გასაპროტესტებლად 3 დღის წინ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

თბილისში 20 ივნისს გამართული მართლმადიდებლობის პარლამენტათაშორისი 26-ე ასამბლეის სხდომის რუსული დელეგაციიდან რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის მხრიდან ხელმძღვანელობის გასაპროტესტებლად აქციები ჯერ პარლამენტის შენობის წინ დაიწყო შემდეგ კი მთავრობის შენობის წინ გადაინაცვლა.   

დაახლოებით 5 საათიანი საპროტესტო აქციის დროს მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, რომელსაც 21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ უსაფრთხოების ძალების მიერ დემონსტრანტების დაშლის დროს ბევრი მოქალაქის დაშავებაზე პასუხიმგებლობას აკისრებენ.  

აქციაში მონაწილეები ასევე ითხოვენ სამი დღის წინ პოლიციის მხრიდან დემონსტრაციის დაშლის დროს დაკავებულების გათავისუფლებას და ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს მანამდე გააგრძელებენ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მას შემდეგ, რაც აქციები მეორე დღესაც გაგრძელდა, 21 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. მან შეწყვიტა აზერბაიჯანში ვიზიტი და სამშობლოში დაბრუნდა.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა პუტინმა საქართველოში გამართული ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ რუსული ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ფრენების დროებით აკრძალვის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.

პუტინის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების შესრულება 8 ივლისიდან დროებით აეკრძალა.



მსგავსი ინფორმაციები