ასადის რეჟიმი სამოქალაქოების დაბომბვას აგრძელებს

დაიღუპა 5, დაიჭრა 23 კაცი

1223359
ასადის რეჟიმი სამოქალაქოების დაბომბვას აგრძელებს

 

სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერი დაჯგუფებების მიერ   “იდლიბის დაძაბულობის შემცირების  ზონაში“, წუხელ განხორციელებულ მორიგ საჰაერო დარტყმებს, მინიმუმ 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და 23-ზე მეტი დაიჭრა. რეგიონიდან გავრცელებული ინფორმაციებით, სამოქალაქო თავდაცვის (თეთრი მუზარადები) ეკიპაჟები კვლავაც განაგრძობენ საძიებო და სამაშველო საქმიანობებს და შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ოპოზიციის განცხადებით, რუსულმა ბომბდამშენებმა წუხელ იდლიბის რეგიონში შემავალი კიდევ რამდენიმე დასახლება დაბომბეს, თუმცა არაფერია ნათქვამი მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ. სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იდლიბის პროვინცია, სამოქალაქო ომიდან დაწყებული, ოპოზიციის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს და ეს რეგიონი მთლიანობაში მათ კონტროლში,  2015 წლის მარტში გადავიდა



მსგავსი ინფორმაციები