საპროტესტო აქციები თბილისში

საპროტესტო აქცია უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზის, პლასტმასის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა

1222364
საპროტესტო აქციები თბილისში

საქართველოს დედაქალაქ თბილისში ოპოზიცია და ათასობით ადამიანი რუსული დელეგაციის ვიზიტის გამო პარლამენტში შეჭრას შეეცადა.

თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი 26-ე ასამბლეის მეორე დღის სხდომას რუსეთის დელეგაციიდან რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი გაუძღვა.

გავრილოვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის გასაპროტესტებლად ოპოზიცია და ათასობით ადამიანი პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა.

აქციაში მონაწილეები, რომელთა რიცხვი 10 ათასს აჭარბებდა, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და ზოგიერთ თანამდებობის პირს გადადგომისკენ მოუწოდებენ. მათ ალყა შემოარტყეს პარლამენტის შენობას და შიგნით შეჭრას შეეცადნენ. უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზისა და პლასტმასის ტყვიების გამოყენებით საპროტესტო აქციის მონაწილეების პარლამენტში შესვლა აღკვეთეს.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ არაეფექტური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს და ასამბლეის ყველა ორგანიზატორს გადადგომისკენ მოუწოდეს.

საპროტესტო აქცია უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზის, პლასტმასის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

 



მსგავსი ინფორმაციები