ირანმა ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

ირანმა ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

1221634
ირანმა ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

ირანი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ჰორმუზგანის  პროვინციაში ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“-ს კუთვნილ ინტერნეტ საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო სივრცის ძალების მიერ,  ომანის ყურის სანაპიროზე ჰორმუზგანის  პროვინციაში,  აშშ-ს საჰაერო ძალების კუთვნილი Global Hawk-ის ტიპის სტრატეგიული  სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.



მსგავსი ინფორმაციები