აშშ-ს საელჩოს მახლობლად “კატიუშა“ ჩამოვარდა
მას რაიმე ნგრევა ან მსხვერპლი არ გამოუწვევია
1218926
ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ცენტრში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად მდებარე სახლს “კატიუშას“ რაკეტა დაეცა. ერაყის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ უშიშროების კომუნიკაციის განყოფილებიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, კატიუშას ტიპის რაკეტა, ბაღდადის ცენტრში მდებარე ალ-კადირიას რაიონში მდებარე საცხოვრებელ სახლს დაეცა და მას რაიმე ნგრევა ან მსხვერპლი არ გამოუწვევია. ერთი სხვა წყაროს ცნობით კი, რომელიც ასევე უსაფრთხოების ძალებმა გაავრცელეს, ის სახლი, რომელსაც მოხვდა რაკეტა, ბაღდადის ცენტრში, კონკრეტულად კი მწვანე ზონაში, აშშ-ის საელჩოს შენობის მოპირდაპირე მხარეზე მდებარეობს
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ეროვნულმა არმიამ მანბიჯი PKK/YPG-ს ოკუპაციისგან გაათავისუფლა
სირიის ეროვნულმა არმიამ მანბიჯი PKK/YPG-ს ოკუპაციისგან გაათავისუფლა