ტრამპი ირანთან გარიგებას ჯერ ჯერობით გამორიცხავს

“ამისათვის არც ერთი მხარე მზად არ არის“

1218374
ტრამპი ირანთან გარიგებას ჯერ ჯერობით გამორიცხავს

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ მესიჯში, იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბეს ირანში ვიზიტი და ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვისა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოჩენილი შუამდგომლობის მცდელობები შეაფასა რა, აღნიშნა, რომ  არც მისი ქვეყანა და არც ირანი მზად არ არიან რაიმე გარიგებისათვის. თუმცა იქვე მიესალმა და კმაყოფილება გამოთქვა იაპონელი სტუმრის შეხვედრას ირანის რელიგიურ ლიდერ აიათოლა ალი ჰამენეისთან: "პირადად მე ვგრძნობ, რომ (ამერიკასა და ირანს შორის) რაიმე გარიგებაზე ფიქრი ნაადრევია, ამისათვის არც ისინი არიან მზად და არც ჩვენ". ამ მესიჯს შემდეგ ტრამპმა ის ვიდეო რგოლიც დაამატა, რომელშიც მისი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ომანის ყურიდან იაპონიაში მიმავალ ორ ნავთობის ტანკერზე განხორციელებულ თავდასხმებში ირანს ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმები იაპონურ ტანკერებზე, აბე-ჰამანეის პირისპირი შეხვედრის დროს განხორციელდა



მსგავსი ინფორმაციები