აქინჩიმ თათარი და სპეჰარი მიიღო

განიხილეს აქტუალური საკითხები

1218456
აქინჩიმ თათარი და სპეჰარი მიიღო

 

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჩიმ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაძაბულობის გაზრდაში კვიპროსის ბერძნული მხარე დაადანაშაულა. მუსტაფა აქინჩი გუშინ,  პრემიერ მინისტრ ერსინ თათართან ერთად გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კვიპროსში ელიზაბეტ სპეჰარს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ სპეჰართან მოლაპარაკებების დროს ძირითადად განიხილეს ნდობის აღდგენის მიზნით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბუნებრივი აირის კომიტეტის შექმნის საკითხი. "აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში თუ არსებობს დაძაბულობა, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კვიპროსელი ბერძნების მხარე ამ საკითხში კვიპროსელი თურქების  მხარეს არ ეთანხმება და სურს მათი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება", ხაზი გაუსვა აქინჩიმ და იქვე იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რეგიონში არასწორი კურსი შეიძლება შეიცვალოს და ყველასთვის უფრო მომგებიანი და სასარგებლო პროცესები განვითარდეს. აქინჩის თქმითვე, პრემიერ თათართან კი ახალი მთავრობის შექმნის შემდგომი პროცესები განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები