ჰარირიმ დისკომფორტი გამოხატა ბასილის გამონათქვამისადმი
“ბასილის აზრი, ხელისუფლების პოზიციას არ წარმოადგენს“
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ალ-ჰარიიმ, ბეირუთის პრესკონფერენციაზე დისკომფორტი გამოხატა საგარეო საქმეთა მინისტრ გიბრან ბასილის განცხადებებთან და ანალიზებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ლიბანი არ უნდა იქნას ჩათრეული ყურის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთთან პრობლემებში. მისივე თქმით, ბასილის ანტი შიიტური პოზიცია არ წარმოადგენს ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას და იგი მხოლოდ მისი პირადი პოზიცია არის. ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბასილიმ, საკუთარი სოციალური ანგარიშის მეშვეობით რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყნის სამუშაო ძალის დაცვისას უპირველეს ყოვლისა, ჯერ თავიანთი მოქალაქეების ინტერესებს გაითვალისწინებენ, რაც სხვა ქვეყნების მხრიდან რასისტულ განწყობად იქნა აღქმული. ამიტომაც ბასილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი განცხადებები დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი, რადგან, ყველა ნორმალური ქვეყანა უპირველეს ყოვლისა თავის მოქალაქის ინტერესებს ითვალისწინებს და მის განცხადებას რაიმე კავშირი არ აქვს რასიზმთან