ზარიფიმ მაკრონის და ტრამპის განცხადებები დაგმო

“ირანის ბალისტიკური პროგრამა, არ არის განკუთვნილი ბირთვული იარაღისთვის“

1214867
ზარიფიმ მაკრონის და ტრამპის განცხადებები დაგმო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფიმ, სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ მესიჯში გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მისი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის განცხადებები ირანის ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის ბალისტიკური რაკეტის პროგრამა, არავითარ შემთხვევაში არ არის განკუთვნილი ბირთვული იარაღის წარმოებისთვის.

მისივე თქმით, 2015 წელს დასავლეთთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება სწორედ შეერთებულმა შტატებმა დატოვა და ამით დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 2231 ნომრიანი რეზოლუცია, ხოლო მისი მოკავშირეები კი არღვევენ ირანის ეკონომიკურ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, ტრამპთან გამართული პირისპირი შეხვედრის წინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში თქვა, რომ მათი მიზანი ნათელია, ცდილობენ შეამცირებინონ ირანს ბალისტიკური სამუშაოები, ხოლო ამასთან ერთად რეგიონში ირანის გავლენის შემცირებასაც ცდილონენ.  

ტრამპმა კი განაცხადა, რომ არ სურს თეირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. "როცა პრეზიდენტი გავხდი, ირანი ტერორისტული ქვეყანა იყო და მე დღესაც იმავე პოზიციაზე ვდგავარ", განაცხადა ტრამპმა



მსგავსი ინფორმაციები