თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
წვრთნები 11 ივნისამდის გაგრძელდება

თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, "ურყევი ძმობა 2019" სახელწოდების წვრთნებში მონაწილეობას იღებს 5 ათასამდე ჯარისკაცი, დაახლოებით 200-მდე ტანკი და ჯავშანტექნიკა, 180 სარაკეტო და საარტილერიო დანადგარი, 21 სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი. “ეს სწავლება მიზნად ისახავს ორი მოძმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების კოორდინაციის გაუმჯობესებას და ერთობლივი ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობის ფარგლებში გამოცდილების გაზიარებას და ეს ერთობლივი წვრთნები 11 ივნისამდე გაგრძელდება“, აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებაში
მსგავსი ინფორმაციები

ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდული საწვავის გადამზიდავი გემი დააკავა
ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდული საწვავის გადამზიდავი გემი დააკავა