ამერიკამ ახალი სანქცია დაუწესა ირანს

ახალი სანქცია PGPIC-ს და მის 39 ფილიალს ეხება

1214905
ამერიკამ ახალი სანქცია დაუწესა ირანს

 

აშშ-ი აგრძელებს ირანისთვის სანქციების დაწესებას და მის ფარგლებში აშშ სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), ახალი სანქციები დაუწესა ირანის და მსოფლიოს ერთ ერთ გიგანტურ ნავთობქიმიურ ფირმა „სპარსეთის ყურის ნავთობქიმიური ინდუსტრიის კომპანიას“ (PGPIC) და მის 39 ფილიალს. OFAC-დან გავრცელებული განცხადებით, სანქციის მიზეზები გახდა ის, რომ ირანული ნავთობქიმიური კომპანია ფინანსურ დახმარებას უწევს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და მის კუთვნილ ფირმას, რომელიც ამერიკამ, რამდენიმე ხნის წინ  საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. აშშ-ის ხაზინის მინისტრმა სტივენ მუნჩინმა, ამასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ ამ სანქციით მიზნად ისახავენ ირანული კომპანიის ფინანსური რესურსების შემცირებას რა, მსგავს ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამენ



მსგავსი ინფორმაციები