ზარიფი: „მოსადი ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს“

მან ჯონ ბოლტონს "მატყუარა მწყემსი" უწოდა

1214214
ზარიფი: „მოსადი ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს“

ირანის  საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯევად ზარიფიმ განაცხადა, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურის (მოსადი), მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს და არაბთა გაერთიანებული საემიროების  ფუჯეირას პორტის მახლობლად ოთხ სავაჭრო გემზე ირანის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ზარიფის თქმით, მოსადი ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს. ირანელმა დიპლომატმა  სოციალურ ქსელ,  Twitter-ის მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯონ ბოლტონი „მატყუარა მწყემს“-ს შეადარა და დაამატა, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახური მას არასწორ ინფორმაციებს აწვდის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ ბოლტონის განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს და ირანის მხრიდან ფუჯეირას პორტში ოთხ გემზე განხორციელებული თავდასხმა გაეროს უშიშროების საბჭოზე უნდა გაიტანონ, განსახილველად,  ასე შეაფასა: „B გუნდის მატყუარა მწყემსი, (ჯონ ბოლტონი) მოსადის მიერ მისთვის მიწოდებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ ტყუილს ავრცელებს. თქვენ სანამ მოსადის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებზე დაყრდნობით იმოქმედებთ, კარგად იცით რაც გელით. ჩვენ მსგავსი თამაშები ბევრჯერ ვნახეთ“. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ე.წ.   B გუნდად,  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონს, ისრაელის პრემიერმინისტრ  ბენიამინ ნეთანიაჰუს, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამმედ ბინ სალმან ალ საუდის და აბუ-დაბის პრინც, შეიხ მუჰამმედ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანის მიიჩნევს.



მსგავსი ინფორმაციები