ირანი მაიკ პომპეოს პასუხობს
ირანი მაიკ პომპეოს პასუხობს
1213182
გუშინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ირანთან არსებული კრიზისის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი თეირანთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზად არის, ირანმა პასუხი გასცა. საკითხთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აბბას მუსევიმ შეფასება გააკეთა და აღნიშნა: „ეს არ არის კრიტერიუმი იმისთვის, რომ ირანმა გამოხატოს ფარული სამიზნეები ახალი ახსნა-განმარტებისა და სიტყვების საშუალებით. აშშ-ს ქმედებების ზოგადი ცვლილება და მიდგომა არის ირანის კრიტერიუმი.“ მეორეს მხრივ მაშინ როდესაც ორ ქვეყანას შორის არსებული კრიზისი მოლაპარაკებების დაწყებაზე მიდის საუბარი, ვაშინგტონმა არაბეთის ზღვაში ახალი სამხედრო წვრთნების დაწყება დაანონსა.