რუსეთში აეროპორტებს სახელები შეეცვალათ

ეს ცვლილებები საანკეტო გამოკითხვების საფუძველზე გატარდა

1212205
რუსეთში აეროპორტებს სახელები შეეცვალათ

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სახელი შეცვალა რუსეთის 44 აეროპორტს და მათ მსოფლიოში განთქმულ რუს მოღვაწეთა სახელები დაემატათ. ასე მაგალითად, ამ განკარგულებით, მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტს დაემატა პოეტ ალექსანდრე პუშკინის, დომოდედოვოს აეროპორტს მიხეილ ლომონოსოვის და ვნუკოვოს აეროპორტს კი, ანდრეი ტუპოლევის სახელები. ეს ცვლილებები გატარდა გასულ წელს ჩატარებული საანკეტო კვლევებისა და გამოკითხვების შედეგების მიხედვით, რომელშიც 5.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა



მსგავსი ინფორმაციები